ტოიოტას ბორბლების პარკი

მსოფლიოში პირველი ბორბლების პარკის გახსნით, ტოიოტა ადასტურებს თავის ვალდებულებას ყველა ადამიანი უზრუნველყოს უკეთესი მობილურობით.
გაცნობა
ლილი რაისი
ლილი რაისი პირველი ქალია დიდ ბრიტანეთში, ვინც ინვალიდის ეტლით სალტოს ასრულებს. ეს მან მოახერხა, როცა 13 წლის იყო. ლილიმ იცის, რომ ყველაფერი შესაძლებელია, როცა მოძრაობის თავისუფლება გვაქვს და თავისი წარმატებით სხვა გოგონებსაც აძლევს სტიმულს გამოვიდნენ მოტოკროსში ინვალიდის ეტლით. ლილის უნდა, რომ ერთ დღესაც მისი სპორტის ეს სახეობა პარაოლიმპიურ თამაშებზე იხილოს, სადაც იმედი აქვს, რომ მონაწილეობასაც მიიღებს.
ტოიოტას ბორბლების პარკი

შემდეგი სპორტსმენი ეშვება ტრამპლინიდან და ბორბლების დაბალი ხმა ექოსავით ჟღერს მის ხის კარკასზე. ეს ხმა მაყურებელს აუწყებს, რომ კიდევ ერთი მრბოლელი პარკში იმყოფება. თუმცა, ის არც ველოსიპედზე ზის და არც სკეიტბორდზე ან ციგურებზე დგას. იგი შედის ყველანაირად ხელმისაწვდომ ჰიბრიდის სასრიალო პარკში, ინვალიდის ეტლით.

და ის არ არის ერთადერთი, ვინც იღიმის. ინვალიდის ეტლით მოტოკროსის, როგორც სპორტის სახეობის განვითარება ყველასთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხედავთ, რომ ჯანმრთელი ათლეტებიც კი რიგ-რიგობით სინჯავენ ინვალიდის ეტლს. ნათელია, რომ ფიზიკური შეზღუდულობის სტიგმა არც ისე ძლიერია, როგორც მოძრაობის სურვილი.




ეს ტოიოტასთვის პირველი შემთხვევაა და სიმბოლურია მის \"ყველასთვის უკეთესი მობილურობის\" კონცეფციასთან დაკავშირებით. ტოიოტას ხედვაა ყველას შესთავაზოს ინტეგრირებული მობილურობის გადაწყვეტილებები, მათ შორის ფიზიკური შეზღუდვების მქონე ადამიანებს, რითაც იზრდება საზოგადოების ჩართულობის დონე.

მაურო კარუციო
Toyota motor იტალიის დირექტორი
Toyota Inclusive Hybrid Park - freedom and fun of wheeled mobility

ინკლუზიური ჰიბრიდის პარკი

ფოკუსირებული ბორბლებიანი მობილურობის თავისუფლებასა და სიხალისეზე, ის შექმნილია სპორტის ისეთი სახეობებისთვის, როგორიცაა: მოტოკროსი ველოსიპედით, სკეიტბორდინგი და პლანეტის ერთ-ერთი, ყველაზე ახალგაზრდა, დინამიური სპორტის სახეობა - მოტოკროსი ინვალიდის ეტლით (WCMX).

უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბება

ტოიოტა არის მოძრაობის თავისუფლების მიმდევარი, იქნება ეს მთელ ქვეყანაში, ქალაქში ან ბორბლების პარკში, რადგან როცა მოძრაობის თავისუფლება გვაქვს, ნებისმიერი რამ შესაძლებელია.

Toyota Wheel Park - mobility for all

მობილურობა ყველასთვის

ბორბლების პარკი უფრო მეტ ადამიანს აძლევს საშუალებას იმოძრაოს იქ, სადაც მოძრაობა საკმაოდ ხშირად, მხოლოდ ჯანმრთელი ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი. ტოიოტას ხედვა თანაბარ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით იძლევა იმედს, რომ ყველას შესძენს მობილურობას, სიხალისეს და ვნებას.

შეძელით თქვენთვის შეუძლებელი

ტოიოტა ეხმარება მრბოლელებს, მაგალითად, ლილი რაისს დიდი ბრიტანეთიდან, რომ თავისი ოცნება რეალობად აქციოს, უზრუნველყოფს რა მას რესურსებით და ყურადღების ცენტრში მოქცევით, რითაც ეხმარება, რომ მისი კამპანია წარმატებით დაგვირგვინდეს: მოტოკროსი ინვალიდის ეტლით გახდეს პარაოლიმპიური სპორტის ოფიციალური სახეობა.

x