GR H2 რბოლის კონცეფცია – რბოლის მომავალი

GR H2 რბოლის კონცეფცია მომავალში ეკოლოგიურად უფრო სუფთა რბოლის ავტომობილის შექმნას გულისხმობს. წყალბადზე მომუშავე ძრავა და მძლავრი ჰიბრიდული სისტემა - ეს არის ორი ტექნოლოგიის კომბინაცია, რომლის წარმოებაშიც Toyota-ს მოწინავე ადგილი უკავია. მიზანი შემდეგია: მიღწეულ იქნეს ნულოვანი გამონაბოლქვის დონე და ეს არ უნდა მოხდეს ავტოსპორტში სიჩქარის და ეფექტურობის კუთხით კომპრომისის ხარჯზე.
ავტოსპორტში მთავარია გამარჯვება, მაგრამ უმთავრესია რბოლა ეკოლოგიურად სუფთა მომავლის შესაქმნელად. წარმოგიდგენთ წყალბადზე მომუშავე GR H2 რბოლის კონცეფციას მომავლის მძღოლებისთვის.
Introducing the hydrogen-powered GR H2 Racing Concept

წყალბადის ძალის გამოყენება

ლეგენდარული "ლე-მანის 24 საათი" რბოლისას წარმოდგენილი GR H2 რბოლის კონცეფცია შეიქმნა ACO-ს გადაწყვეტილების პასუხად - დაეშვათ წყალბადის ძრავზე მომუშავე ავტომობილების მონაწილეობა წყალბადის კატეგორიის რბოლაში, საწვავის ელემენტიან ელექტრომობილებთან ერთად. ამ ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებისკენ სწრაფვამ საფუძველი ჩაუყარა GR H2 რბოლის კონცეფციას - სუფთა წყალბადის ენერგიის პოტენციალის რეალიზების სურვილს. 

Toyota და წყალბადი - მტკიცე ვალდებულება

Toyota კარგად აცნობიერებდა რბოლასთან დაკავშირებული კვლევის და განვითარების საჭიროებას, ამიტომ 2021 წლიდან აქტიურად არის  ჩართული ავტოსპორტისთვის წყალბადის ენერგიის განვითარების საქმეში. იგი აფინანსებს წყალბადის ძრავზე მომუშავე Corolla-ს იაპონიის Super Taikyu-ს რბოლისთვის, იყენებს პლატფორმას ძრავის კონცეფციის დასახვეწად და პარტნიორებთან სათანამშრომლოდ ავტოსპორტში თუ მის ფარგლებს მიღმა. და რა არის მიზანი? -  სუფთა ენერგიის ტექნოლოგიის და ავტოსპორტში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

ხედვა, რომელიც საზღვრებს სცდება

GR H2 სარბოლო კონცეფცია წარმოადგენს მოწინავე  ინოვაციური ტექნოლოგიებით გაჯერებულ კონცეფციას. სიგრძეში ის 5100 მმ-ია, რომელიც უფრო მოცულობითია მის კონკურენტ Toyota WEC-ის GR010 HYBRID წყალბადის კონცეფციაზე, სიგანეში კი დაახლოებით იგივე - 2050 მმ-ია. მისი ძრავა აერთიანებს წყალბადის ძრავს და მოწინავე ჰიბრიდულ სისტემას, რომელიც ხაზს უსვამს ეკოლოგიურად სუფთა და მიმზიდველი ენერგიის წყაროს პოტენციალს მომავლის სარბოლო ავტომობილებისთვის.

ავტოსპორტის ნახშირბად-ნეიტრალური მომავალი

Toyota ვალდებულებას იღებს თავისი წვლილი შეიტანოს ნახშირბადისგან სუფთა გარემოს ჩამოყალიბებაში. ამის დასტურია GR H2 რბოლის კონცეფცია  - "ნულს მიღმა" ამბიციის მიმზიდველი პროდუქტი უფრო სუფთა და უსაფრთხო მომავლისთვის. Toyota მოხარულია, რომ აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს "ლე-მანის 24 საათის" რბოლის ავტომობილების ახალი თაობის შექმნაში. Toyota-ს ხელმძღვანელი აკიო ტოიოდა კარგად აცნობიერებს მიზანს - ავტოსპორტში მიღწეულ იქნეს ნახშირბად-ნეიტრალური დონე ისე, რომ შეჯიბრს არც ეფექტურობა და არც აზარტი არ მოაკლდეს.