შპს „ტოიოტა კავკასია“-ს ოფიციალური განცხადება ახალი სასწავლო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით.
მოგესალმებით შპს „ტოიოტა კავკასიის“ სახელით, მოხარულნი ვართ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოში ტოიოტას ოფიციალური ტრენინგ ცენტრის გახსნას საზოგადოების დიდი ინტერესი და აქტიური გამოხმაურება მოყვა. ამ ეტაპზე „ტოიოტა“ სასწავლო პროგრამებს ახორციელებს მხოლოდ სადილერო ცენტრების პერსონალისთვის. სხვა მსურველებისათვის, ტექნიკური სასწავლო კურსების შეთავაზება იგეგმება სამომავლო პროექტის ფარგლებში, რის შესახებაც, ინფორმაცია დამატებით განთავსდება ჩვენს ვებსაიტსა და ფეისბუქ გვერდზე.