TOYOTA-ს პარა ტექნოლოგია

ტოიოტას ინჟინრები და პარაოლიმპიელი მულტი-მედალოსანი ანდრეა ესკაუ გაერთიანდნენ, რათა ველორბოლაში შესაძლებელის ზღვარი გაერღვიათ.
გაცნობა
ანდრეა ესკაუ
ანდრეა ესკაუ არის ოთხი ოქროს და ვერცხლის მედლების მფლობელი პარაოლიმპიურ ველორბოლაში. მას ასევე მოპოვებული აქვს ოთხი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე. ახლა ის თანამშრომლობს ტოიოტასთან, რომ კიდევ უფრო გაიძლიეროს თავისი პოზიციები.
პარა ტექნოლოგიის ძალა

ინჟინერი როჯერ კრიშნერი სხეულის პარალიზებული მარცხენა ნაწილით დაიბადა. მისი მშობლები პროფესიონალური მრბოლელები იყვნენ და თვითონაც უნდოდა, რომ მათი სწრაფი ცხოვრების ტემპს აჰყოლოდა. ანდრეა ესკაუს, ველოსიპედის ავარიის შედეგად, ზურგის ტრავმა აწუხებდა. თუმცა, მას არ უნდოდა შეჩერებულიყო და ამის ნაცვლად გადაწყვიტა ეასპარეზა პარაოლიმპიურ თამაშებზე.

ზაფხულში ოთხი ოქროს მედლის და ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ოთხი ოქროს მედლის მოპოვების შემდეგაც კი, მისი შეუპოვარი სურვილი წინსვლისკენ არ განელებულა. როჯერი და ანდრეა მუშაობდნენ ერთად ტოიოტას ინჟინრების გუნდთან, რათა გაეგრძელებინათ მისი ხელის ველოსიპედის გაუმჯობესება. დღეს კი მისი ახალი ხელის ველოსიპედი 30 პროცენტით მსუბუქია და ოპტიმიზებული, რომ აჩვენოს თავისი საუკეთესო შედეგი.




მე შევხედე არსებულ ხელის ველოსიპედს და ის მაშინვე შევიგრძენი. მას ახალი კონცეფცია სჭირდება... მეტი სიმტკიცე, თუმცა ნაკლები წონა. საოცარია, რომ ვესაუბრები მრბოლელს და სარბოლო ავტომობილს ერთი პიროვნების სახით, რადგან ავტომობილის ძრავა თავად არის.

როჯერ კრიშნერი
ინჟინერი
Race Car - TOYOTA GAZOO Racing

მობილურობის ტექნოლოგია

ტოიოტას ინჟინრების გუნდმა აიღო ტექნოლოგია, რომელსაც იყენებდა TOYOTA GAZOO Racing, რათა შეექმნა ხელის ველოსიპედი ანდრეასთვის, უფრო მსუბუქი და მყარი, იმასთან შედარებით, რითაც კი ადრე უასპარეზია.

მობილურობის ხედვა

ტოიოტას სწამს თანაბარი შესაძლებლობებისა, მობილურობის საშუალებით. ათლეტების ხელშეწყობა ანდრეას მსგავსად, მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეხმარება ტოიოტა ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე ადამიანებს მათი სრული პოტენციალის გამოვლენაში.

Toyota mobility for Olympic & Paralympic Games

ათლეტებისადმი მიძღვნილი

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ტოიოტა და ანდრეა სხვადასხვა პროექტზე ერთად მუშაობდნენ, მათ შორის, მის სათხილამურო ციგაზე. ჩვენი ვალდებულებაა, ჩვენს ათლეტებს მივცეთ მათთვის საჭირო ხელსაწყოები, რაც აგრძნობინებს მოძრაობის ძალას.

ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები

როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის მობილურობის ოფიციალური პარტნიორი მსოფლიო მასშტაბით, ტოიოტას განზრახული აქვს გამოათავისუფლოს ადამიანის პოტენციალი მოძრაობის ძალის წყალობით და დაეხმაროს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ პერსპექტიულ ათლეტებს მიაღწიონ მიზნებს ხელმისაწვდომის, ყურადღების გაზრდის და ტექნოლოგიის გაუმჯობესების საშუალებით. პარტნიორობის საშუალებით ტოიოტას უნდა მთელ მსოფლიოში გაამხნევოს ადამიანები, რათა გადადგან ნაბიჯი მათი ოცნებების ასრულებისკენ, მიუხედავად სქესის, ასაკის, ეროვნების ან ფიზიკური შესაძლებლობისა, რადგან ტოიოტაში ჩვენ გვწამს, რომ როდესაც მოძრაობის თავისუფლება გაქვთ, ნებისმიერი რამ შესაძლებელია.

x
TOYOTA GAZOO Racing

ტოიოტას მოტოსპორტში მონაწილეობას საგანგებო მიზანი აქვს: გავაუმჯობესოთ არა მარტო ჩვენი ავტომობილები, არამედ იმ ადამიანების შესაძლებლობებიც, ვინც მათ ქმნის. ეს იყო ტოიოტას საწარმო ფილოსოფია ჩვენი დამფუძნებლის, კიჩირო ტოიოდას დროიდან მოყოლებული. მოტოსპორტის ექსტრემალური პირობები ჩვენი ავტომობილების სრულ პოტენციალს ავლენენ. იმ პოტენციალს, რასაც ყოველდღიური მართვისას ვერ ვხედავთ. მოტოსპორტი საშუალებას გვაძლევს შევამოწმოთ ავტომობილის ზღვარი და ეს ზღვარი უფრო შორს გადავწიოთ, რათა უფრო მეტად უკეთესი ავტომობილები შევქმნათ.