ვებ საიტზე მითითებული ფასები დაანგარიშებულია საორიენტაციო კურსის მიხედვით: 1 აშშ დოლარი = 2.8 ლარი და შესაძლოა განსხვავდებოდეს ოფიციალურ დილერთან არსებული ფასისგან გაყიდვის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსიდან გამომდინარე.

ყველა მოყვანილი ციფრი მილ გალონსა და CO2-თან დაკავშირებით მიღებულია ევროკავშირის მიერ რეგულირებადი ლაბორატორიული ტესტების ოფიციალური შედეგებიდან. ეს მონაცემები მოწოდებულია, რათა მოხდეს ავტომობილების შედარება და შესაძლოა არ ასახავდეს მართვით მიღებულ თქვენს ფაქტობრივ გამოცდილებას.

 

მზად ხართ დასაწყებად? აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია და ძრავა

აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია:

3 არჩევანი

  • RAV4 PHEV - Style - MPV 5 კარიანი (LWB)

    RAV4 PHEV Style

    ჰიბრიდი
    MPV 5 კარიანი (LWB)

    აირჩიეთ ძრავა:


    საწყისი ფასი

    121 800 ლარი

    ვარიატორი | 4X4
  • RAV4 PHEV - Style+ - MPV 5 კარიანი (LWB)

    RAV4 PHEV Style+

    ჰიბრიდი
    MPV 5 კარიანი (LWB)

    აირჩიეთ ძრავა:


    საწყისი ფასი

    126 500 ლარი

    ვარიატორი | 4X4
  • RAV4 PHEV - Adventure Bitone - MPV 5 კარიანი (LWB)

    RAV4 PHEV Adventure Bitone

    ჰიბრიდი
    MPV 5 კარიანი (LWB)

    აირჩიეთ ძრავა:


    საწყისი ფასი

    139 300 ლარი

    ვარიატორი | 4X4

ლეგენდარული ქროსოვერი Plug-in ჰიბრიდული ტექნოლოგიით

ქროსოვერის მდიდარი მემკვიდრეობით და plug-in ჰიბრიდული ტექნოლოგიით აღჭურვილი საიმედო და დახვეწილი RAV4 იმედებს არ გაგიცრუებთ. აღმოაჩინეთ RAV4 ქროსოვერის plug-in ტექნოლოგიის სიმძლავრე, მისი თამამი და ურბანული დიზაინი.

ორმაგი დნმ

RAV4 plug-in ჰიბრიდი აერთიანებს ყველაზე მძლავრ ჰიბრიდულ ტექნოლოგიას და ელექტრომობილის შესაძლებლობებს, რისი წყალობითაც უფრო შორ მანძილებზე და უფრო ეკოლოგიურადაც იმგზავრებთ. ავტომობილის დახვეწილი დიზაინის შიგნით გვხვდება ორმაგი სიმძლავრის, ჩვენი მე-4 თაობის ჰიბრიდული ტექნოლოგია და მაღალი მოცულობის ლითიუმ-იონური ბატარეა, რომელიც სწრაფი აჩქარების უნარით და თავის კლასში გარბენის მანძილით გამოირჩევა.

 

სრული სიმძლავრე

მძლავრ და დინამიკურ RAV4 plug-in ჰიბრიდს თავის კლასში საუკეთესო სამუშაო მაჩვენებლები გააჩნია. ავტომობილი აღჭურვილია 2.5 ლიტრიანი Hybrid Dynamic Force ბენზინის ძრავით და "ჭკვიანი" ოთხივე ამძრავი თვლების სისტემით (AWD-i). RAV4-ს 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 6.0 წამში შეუძლია, რაც მისი შთამბეჭდავი წევის ძალის და 306 DIN ცხენის ძალის დამსახურებაა. 

იმგზავრეთ შეუფერხებლად

RAV4-ის მართვის ოთხრეჟიმიანი სელექტორი შესაძლებლობას გაძლევთ, მისი ეფექტური ჰიბრიდული სისტემა თქვენს საჭიროებებს მოარგოთ. იმგზავრეთ 75 კმ-მდე მანძილზე ელექტრო რეჟიმში, რომელიც იდეალურია მოკლე მანძილებზე ან ქალაქში დაბალი ემისიების ზონებში მგზავრობისას. ურბანული ზონების გარეთ ბენზინის ძრავით მგზავრობა შეუდარებელ სიამოვნებას მოგანიჭებთ. სადაც არ უნდა მიდიოდეთ, RAV4-ის ჰიბრიდული ძრავა არასოდეს გიღალატებთ.

 

დახვეწილი ინტერიერი

RAV4 Plug-in ჰიბრიდის სალონში იდეალური პირობებია მშვიდი და სასიამოვნო მოგზაურობისთვის. ტყავის ფართო, სპორტული სავარძლები კომფორტულ და სასიამოვნო მგზავრობას გპირდებათ, ხოლო 490ლ ტევადობის საბარგული, ბატარეის მინიმალური დატვირთვით, მოსახერხებელ საბარგო სივრცედ გევლინებათ.

ინოვაციებით სავსე

Toyota RAV4 Plug-in ჰიბრიდი იყენებს ტექნიკური მახასიათებლების ინოვაციურ ნაკრებს, რითიც ყოველი მგზავრობა სულ უფრო უკეთესი ხდება. Toyota-ს გაუმჯობესებული მულტიმედიური სისტემა ორიენტირებულია თქვენს საჭიროებებზე და საშუალებას გაძლევთ, იგრძნოთ სრული კონტროლი, სადაც არ უნდა მგზავრობდეთ.
  • მულტიმედიური მონიტორი RAV4 Plug-in ჰიბრიდი გთავაზობთ კომპლექსურ მულტიმედიურ პაკეტს თავისი დახვეწილი გარე დიზაინით. ინტუიციური მულტიმედიური ხელსაწყოთა პანელი აღჭურვილია 10.5" სენსორული ეკრანით და სმარტფონთან ინტეგრაციის უახლესი საშუალებით - უსადენო Apple CarPlay-ით.
  • ციფრული კომბიმეტრი RAV4 Plug-in ჰიბრიდის განახლებული ციფრული კომბიმეტრი საშუალებას გაძლევთ ოთხი სხვადასხვა -Casual, Smart, Sport და Tough თემიდან აირჩიოთ ინდივიდუალური ვარიანტი, ისევე როგორც სასურველი განლაგების სტილი ეკრანის სამი სხვადასხვა რეჟიმიდან. ასევე, შეგიძლიათ ზუსტად განსაზღვროთ, თუ რა მოცულობის და რა სახის ინფორმაციის ხილვა გსურთ.

სპორტული და დახვეწილი

ვინ თვლის, რომ სპორტული სტილი ვერ იქნება დახვეწილი? RAV4 Plug-in ჰიბრიდი ყოველმხრივ გამორჩეული ავტომობილია.

Toyota T-mate. თქვენთან ერთად უსაფრთხო მგზავრობისთვის

T-Mate აერთიანებს სისტემების სერიას, რომელიც შემუშავებულია მართვის უსაფრთხოების დონის შენარჩუნებისა და გაზრდისთვის. ავტომაგისტრალზე, ქალაქსა თუ ავტოსადგომზე, T-Mate გარანტიას იძლევა, რომ ყოველთვის უსაფრთხოდ იქნებით.
  • შეჯახების პრევენციის სისტემა (PCS)

    ჩვენი შეჯახების პრევენციის სისტემა დაგეხმარებათ აიცილოთ სხვა ავტომობილებთან, ქვეითებთან და ველოსიპედებთან შეჯახება. იგი მძღოლს აფრთხილებს ხმოვანი და ვიზუალური სიგნალების მეშვეობით და ეხმარება დამუხრუჭებისას. თუ მძღოლი დროულად დამუხრუჭებას ვერ ასწრებს, მუხრუჭები ავტომატურად მოქმედებს, რათა აღკვეთოს ან შეამსუბუქოს შეჯახება.

  • ეს სისტემა ინარჩუნებს წინასწარ მითითებულ, მინიმალურ დისტანციას თქვენსა და წინ მიმავალ ავტომობილს შორის. თუ აღნიშნული დისტანცია მცირდება, სისტემა ამცირებს ავტომობილის სიჩქარეს და მოქმედებაში მოჰყავს მუხრუჭები ასევე, სამუხრუჭო მაშუქები.

  • ჩვენი ბრმა ზონის მონიტორინგის სისტემა აფრთხილებს მძღოლს ნებისმიერი ავტომობილის შესახებ, რომელიც შეიძლება გვერდით სარკეებში არ ჩანდეს. იგი განსაკუთრებით გამოსადეგია გასწრებისას.

  • პარკირების ადგილიდან უკუსვლით გამოსვლის დროს, ეს სისტემა ამოიცნობს ნებისმიერ ავტომობილს, რომელიც მარცხნიდან ან მარჯვნიდან მოგიახლოვდებათ, გაგაფრთხილებთ აღნიშნულის შესახებ და შეჯახების თავიდან ასაცილებლად დამუხრუჭებასაც მოახდენს.

  • ამ სისტემის მეშვეობით პარკირება უფრო მარტივი და უსაფრთხოა. იგი აერთიანებს ოთხი კამერიდან მიღებულ გამოსახულებას, რათა ირგვლივ 360 გრადუსიანი ხედვის არე გქონდეთ.

  • ეს სისტემა პანელზე გამაფრთხილებელი სიგნალის მეშვეობით მძღოლს აუწყებს, როცა ავტომობილიდან გადმოსვლისას უკანა სავარძელზე მგზავრი ან რაიმე ნივთი დარჩება. ავტომობილის ჩაკეტვის შემდეგ, ჩაირთვება ავარიული მაშუქები და ხმოვანი სიგნალი (დამოკიდებულია ავტომობილის მოდელზე).

Plug-in ჰიბრიდი

ხშირად დასმული კითხვები

ჰიბრიდსა და Plug-in ჰიბრიდულ ავტომობილებში გამოიყენება ერთი და იგივე Toyota-ს გამოცდილი, ჰიბრიდის სინერგიული მართვის ტექნოლოგია, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებით.

Toyota-ს Plug-in ჰიბრიდები აღჭურვილია გაცილებით დიდი მოცულობის ბატარეით, ხოლო ელექტრულ რეჟიმში 75 კმ-მდე მანძილის დაფარვის შესაძლებლობა გააჩნია. Plug-in ჰიბრიდის დამუხტვა შესაძლებელია ელექტროენერგიის გარე წყაროდან, მაგალითად სახლის  ელ.წყაროდან, შესაბამისი კედლის ქსელიდან ან ქუჩის დასამუხტი მოწყობილობიდან. ხშირად დამუხტვა უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტურობას, თუმცა Toyota Plug-in ჰიბრიდებს ფუნქციონირება დამუხტვის გარეშე, ჰიბრიდულ რეჟიმშიც შეუძლიათ.

ჰიბრიდულ რეჟიმში Toyota-ს ყველა ჰიბრიდი რბილად ირთვება ენერგიის ერთი წყაროდან მეორეზე - ეფექტური ბენზინის ძრავიდან თვითდამუხტვად ჰიბრიდულ ბატარეაზე ან პირიქით. ეს განსაკუთრებით ეფექტურია შორ მანძილებზე მგზავრობისას.

RAV4 Plug-in ჰიბრიდი კარგად რეაგირებადი და მძლავრი ავტომობილია, რომლის მართვაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. RAV4-ს 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 6.0 წამში შეუძლია, რაც მისი შთამბეჭდავი წევის ძალისა და 306 DIN ცხენის ძალის დამსახურებაა.  

RAV4 Plug-in ჰიბრიდი უფრო ნაკლებ CO2-ის ემისიებს გამოჰყოფს, ჩვეულებრივ შიდა წვის ძრავებთან შედარებით პროდუქტიულობით და საწვავის ეკონომიითაც გამოირჩევა (22გ CO2 / 1.0ლ კომბინირებული წვა). გარდა ამისა, შეგიძლიათ RAV4 Plug-in ჰიბრიდის ელექტრული რეჟიმის ყველა უპირატესობით ისარგებლოთ - მძლავრი, მყისიერი აჩქარებით, თუ კომფორტული უხმაურო სალონით.

ელექტრულ რეჟიმში, ყველგან და ყოველთვის ემისიების გარეშე იმგზავრებთ. RAV4 Plug-in ჰიბრიდს შეუძლია 75 კმ-მდე მანძილის გავლა (კომბინირებული) ან 98 კმ-მდე (ქალაქში).

გაზის სატერფულის ბოლომდე დაჭერით, ელექტრულ რეჟიმში შეგიძლიათ 135 კმ/სთ-მდე განავითაროთ*. უფრო შორ მანძილებზე, RAV4 Plug-in ჰიბრიდი შეუმჩნევლად იქცევა ჰიბრიდულ ავტომობილად, რა დროსაც უკვე ბენზინის და ბატარეის რეგენირირებულ სიმძლავრეს იყენებს.

*დამუხტვის საკმარისი დონის (SOC) შემთხვევაში

 

სახლის ელ. წყარო

თქვენი RAV4 Plug-in ჰიბრიდის დამუხტვა შეგიძლიათ სახლის ელ. წყაროდან (10 A).

კედლის დასამუხტი მოწყობილობა

ავტომობილის სწრაფად და საიმედოდ დამუხტვა შესაძლებელია სახლის/ოფისის კედლის დასამუხტი მოწყობილობის მეშვეობით.*

*დაუკავშირდით თქვენს სადილეროს, თუ ავტომობილთან ერთად დასამუხტი მოწყობილობის შეძენასაც აპირებთ.

საჯარო დასამუხტი სადგურები

ავტომობილის დამუხტვა შესაძლებელია ქუჩებში საჯარო, სწრაფი დასამუხტი სადგურების საშუალებით ან პარკირების სპეციალურ სივრცეებში.

სახლის ელ. წყარო (დენცქვიტა)

სრულ დამუხტვას 7.5 საათი სჭირდება*. დამუხტვის დროის დაგეგმვის შემთხვევაში, შესაძლებელია ნაკლები ხარჯი გქონდეთ, თუ ელექტროენერგიის ტარიფი ღამით ან არაპიკის საათებში უფრო იაფია.

კედლის დასამუხტი მოწყობილობა

სახლში სპეციალური კაბელის გაყვანა და კედლის დასამუხტი მოწყობილობის დაყენება უზრუნველყოფს დამუხტვის ოპტიმალურ სიჩქარეს და უსაფრთხოებას, ხოლო ავტომობილის სრულად დასამუხტად 2.5 საათი დაგჭირდებათ*.

საჯარო დასამუხტი სადგურები

დამუხტეთ თქვენი ავტომობილი საჯარო დასამუხტ სადგურებში. ისევე, როგორც კედლის დასამუხტი მოწყობილობებით, ბატარეა აქედანაც 2.5 საათში* დაიმუხტება სრულად.

* 0-დან 100%-მდე

დამუხტეთ ავტომობილი უფრო ხშირად

ყოველდღე დამუხტვის წყალობით, თქვენი ავტომობილის ელექტრონულ რეჟიმს მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენებთ.

რბილი მართვა

თქვენი მართვის სტილის ოპტიმიზება გაზრდის ავტომობილის ელექტრონულ რეჟიმში სვლის ეფექტურობას და ყოველი მგზავრობა გამორჩეული იქნება.

რეგენერაციული დამუხრუჭება

დამუხრუჭების შედეგად წარმოქმნილი კინეტიკური ენერგია ხელახლა მუხტავს ბატარეას და აქსელერატორის სატერფულიდან ფეხის აშვებისას ინტუიციურად ანელებს ავტომობილს.

რეგულარულად დამუხტვის დროს ადვილად შენიშნავთ ელექტრულ რეჟიმში მართვის უპირატესობებს, რაც გულისხმობს ნაკლებ ემისიებს და ნაკლებ საექსპლოატაციო ხარჯებს. თუმცა, როდესაც ავტომობილში საწვავი ასხია, ბატარეის დაცლის შემთხვევაში იმგზავრეთ ჰიბრიდულ რეჟიმში.

Toyota-ში თითოეული ბატარეა იქმნება იმ გათვლით, რომ გემსახუროთ ავტომობილის ექსპლოატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში. თითოეულ ბატარეაზე ვრცელდება გარანტია 5 წელი/100,000 კმ*, რომელიც ჰიბრიდული სისტემის ყოველწლიური მდგომარეობის შემოწმების შემთხვევაში, შესაძლებელია გახანგრძლივდეს 10 წლამდე ვადით.


* რომელიც უფრო ადრე დადგება

 

RAV4-ის გალერეა