ბრენდის დაცვა
შესავალი
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის გამოყენება მისი მფლობელის ნებართვის გარეშე იწვევს მფლობელის უფლებების დარღვევას. ამგვარი დარღვევისთვის გათვალისწინებულია სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ტოიოტა მოტორ კორპორეიშენი არის რიგი სასაქონლო ნიშნების მფლობელი საქართველოში. ბევრი მეწარმე იყენებს ამ სასაქონლო ნიშნებს სხვადასხვა სახის რეკლამაში:
- სარეკლამო აბრებზე;
- ინტერნეტ გვერდებზე;
- საქმიან ბარათებზე;
- სარეკლამო ბროშურებში;
- საგაზეთო რეკლამებში და სხვა სახის რეკლამებში;
გზამკვლევში გამოყენებული ტერმინები
1 - ТМС – ტოიოტა მოტორ კორპორეიშენი;
2 - TMC-ის სასაქონლო ნიშანი – ნებისმიერი სასაქონლო ნიშანი, რომელსაც ფლობს TMC;
3 - თავისუფალი სასაქონლო ნიშნები – TMC-ის სასაქონლო ნიშნები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს რეკლამაში TMC-ის დამატებითი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ გზამკვლევში მოცემულ პირობათა გათვალისწინებით: TOYOTA, ტოიოტა, LEXUS, ლექსუსი;
4 - საქონელი – ავტომობილის ნებისმიერი სათადარიგო ნაწილი ან აქსესუარი;
5 - ორიგინალური საქონელი– ნებისმიერი საქონელი, რომელიც წარმოებულია TMC-ის მიერ ან მისი ნებართვით;
6 - ლეგალური საქონელი – ორიგინალური საქონელი შესყიდული TMC-ის ოფიციალური დილერისგან საქართველოს ტერიტორიაზე;
7 - ყალბი საქონელი – საქონელი, რომელიც არ არის წარმოებული TMC-ის მიერ ან მისი ნებართვით, მაგრამ შესწევს უნარი ჩაანაცვლოს მსგავსი ორიგინალური საქონელი, და პასუხობს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ- ერთს:
- TMC-ის სასაქონლო ნიშანი განთავსებულია საქონელზე და საქონლის შეფუთვაზე, ხოლო შეფუთვის გარეგანი სახე მსგავსია ორიგინალური საქონლის შეფუთვისა;
- TMC-ის სასაქონლო ნიშანი განთავსებულია საქონლის შეფუთვაზე, მაგრამ არა საქონელზე, და შეფუთვის გარეგანი სახე მსგავსია ორიგინალური საქონლის შეფუთვისა;
- TMC-ის სასაქონლო ნიშანი განთავსებულია მხოლოდ საქონელზე, მაგრამ არა მის შეფუთვაზე.
8 - იმიტაცია – საქონელი, რომელიც არ არის წარმოებული TMC-ის მიერ ან მისი ნებართვით, მაგრამ შესწევს უნარი ჩაანაცვლოს მსგავსი ორიგინალური საქონელი, და რომელზეც ან რომლის შეფუთვაზეც განთავსებულია TMC-ის სასაქონლო ნიშნების აღრევამდე მსგავსი აღნიშვნა;
9 - დუბლიკატი – საქონელი, რომელიც არ არის წარმოებული TMC-ის მიერ ან მისი ნებართვით, მაგრამ შესწევს უნარი ჩაანაცვლოს მსგავსი ორიგინალური საქონელი, და პასუხობს ყველა შემდეგ მოთხოვნას:
- TMC-ის სასაქონლო ნიშანი არ არის განთავსებული საქონელზე;
- TMC-ის სასაქონლო ნიშანი განთავსებულია შეფუთვაზე;
- შეფუთვის გარეგანი სახე არ არის მსგავსი ორიგინალური საქონლის შეფუთვისა.
10 - პარალელური იმპორტი – ორიგინალური საქონლის იმპორტი საქართველოს ტერიტორიაზე TMC-ის ნებართვის გარეშე.