რას ისურვებდით შემდეგ?

შექმნილი თავგადასავლებისთვის

სრულიად ახალი Toyota Corolla Cross ზრუნავს თქვენზე ოჯახური ცხოვრების გაუთვალისწინებელი მოვლენების განვითარების დროს. საწვავის გამორჩეული ეკონომიურობის, მე-5 თაობის ჰიბრიდული ტექნოლოგიის და ტევადი სალონის ინტუიციური ტექნოლოგიის წყალობით პრაქტიკული Corolla Cross გთავაზობთ კომფორტულ და სასიამოვნო მგზავრობას.

ალუმინის დისკები
შუქდიოდური წინა მაშუქები
მართვადობა
პანორამული სახურავი
განიერი ფრთები

ალუმინის დისკები

უნიკალური, 18 ინჩიანი სპორტული და ელეგანტური ალუმინის დისკების შეხამება ზუსტად შეესაბამება Corolla Cross-ის სპორტულ დგომს.

შუქდიოდური წინა მაშუქები

წინა, მძლავრი შუქდიოდური მაშუქებით, თქვენ და თქვენი ოჯახი მომზადებული იქნებით ნებისმიერ დროს - გათენებიდან დაღამებამდე, უგზოობასა თუ ბავშვების სკოლაში წაყვანისას.

მართვადობა

ქროსოვერის მძღოლის შემაღლებული პოზიცია უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის გაუმჯობესებულ ხედვას უფრო თავდაჯერებული მართვისთვის.

პანორამული სახურავი

მყუდრო, პანორამული სახურავი ახალისებს ყოველ მგზავრობას და შესაძლებლობას აძლევს პატარა, ცნობისმოყვარე მგზავრებს ყურადღებით შეისწავლონ გარესამყარო.

განიერი ფრთები

წინა და უკანა ფრთების თამამი, სამგანზომილებიანი კომბინაცია Corolla Cross-ს ანიჭებს დახვეწილ და მძლავრ იერს, რაც იპყრობს საყოველთაო ყურადღებას.

შექმნილი ყოველდღიური ოჯახური ცხოვრებისთვის

Corolla Cross ყველას სიხარულს ანიჭებს. ეს არის საიმედო და გამძლე ოჯახური ავტომობილი დახვეწილი დიზაინით - იდეალურია ყოველდღიური სარგებლობისთვის.

თქვენი ყველაზე ძვირფასი მოგზაურობისთვის

ოჯახური ცხოვრება ყოველთვის გაწერილი არ არის. საბედნიეროდ, Corolla Cross-ს შეუძლია თქვენს გზაზე გაჩენილ ნებისმიერ მოულოდნელ გამოწვევებს გაუმკლავდეს.
გაიგეთ მეტი

პერსპექტიული ტექნოლოგია

იქნება ეს მგზავრობა შორ მანძილზე, თუ ბავშვების სადმე მიყვანა, ამ ტექნოლოგიის დახმარებით ნებისმიერ ადგილამდე კომფორტულად იმგზავრებთ.

 

გაიგეთ მეტი
  • თავდაჯერებული მგზავრობა ყველგან

    სადაც არ უნდა გაემგზავროთ, Corolla Cross-ის მე-5 თაობის ჰიბრიდული სისტემა არასოდეს დააღალატებს თქვენს ოჯახს.

Toyota T-Mate - თქვენი უსაფრთხო მგზავრობისთვის

Corolla Cross გთავაზობთ თავის კლასში საუკეთესო უსაფრთხოების ფუნქციებს. ის აღჭურვილია სისტემით T-Mate - თქვენი საიმედო პარტნიორი გზებზე. T-Mate წარმოადგენს სისტემების ნაკრებს, რომელიც გამიზნულია დაგეხმაროთ და მართვა უფრო უსაფრთხო გახადოს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ - ავტომაგისტრალზე, ქალაქში თუ ავტოსადგომზე - T-Mate ყოველთვის იზრუნებს თქვენს უსაფრთხოებაზე. ქვემოთ მოცემული ჩამონათვალით შეიტყობთ ავტომობილის გამორჩეული ფუნქციების შესახებ. გაეცანით T-Mate სისტემებს Corolla Cross-ისთვის ავტომობილის კონფიგურატორში.
  • შეჯახების პრევენციის სისტემა (PCS)

    ჩვენი შეჯახების პრევენციის სისტემა აღმოაჩენს და გეხმარებათ სხვა ავტომობილებთან, ქვეითებთან და ველოსიპედებთან შეჯახების თავიდან არიდებაში. იგი მძღოლს აფრთხილებს აუდიო/ვიზუალური სიგნალებით და ეხმარება დამუხრუჭებისას. თუ მძღოლი დროულად ვერ ახერხებს დამუხრუჭებას, მუხრუჭები ავტომატურად ამოქმედდება, შეჯახების აცილების ან შემსუბუქებისთვის. ამ სისტემის მეშვეობით შეიძლება ავტომობილის, ქვეითის, ველოსიპედის და მოტოციკლის აღმოჩენა. დამატებით, გზაჯვარედინზე შეჯახების აცილების და ექსტრემალურ ვითარებაში საჭის მართვის დამხმარე სისტემები მძღოლს ეხმარება გზაჯვარედინებზე მოხვევისა და არიდების მანევრების შესრულებისას.

  • თუ დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში მძღოლი არ რეაგირებს, ირთვება ხმოვანი სიგნალი, რომელიც აფრთხილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომობილი ავტომატურად ანელებს მოძრაობას და ჩერდება ისე, რომ არ ტოვებს ზოლს. ავარიული მაშუქები აქტიურდება, რომ გააფრთხილოს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილენი და კარებიც იღება, რათა გადაუდებელი დახმარების სამსახურებს გაუადვილდეთ დახმარების აღმოჩენა საჭიროების შემთხვევაში.

  • ეს სისტემა წინ მიმავალ ავტომობილთან წინასწარ განსაზღვრულ, მინიმალურ მანძილს ინარჩუნებს. თუ ეს მანძილი შემცირდება, სისტემაც შეამცირებს თქვენს სიჩქარეს და საბოლოოდ, ამოქმედდება მუხრუჭები და აინთება სამუხრუჭე მაშუქები. თუ თქვენი ავტომობილი აღჭურვილია საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემით (RSA), ეს სისტემა ასევე ამოიცნობს სიჩქარის შეზღუდვის ლიმიტებს თქვენს მარშრუტზე და შემოგთავაზებთ სიჩქარის შესაბამის კორექტირებას.

  • ჩვენი ბრმა ზონის მონიტორინგის სისტემა აფრთხილებს მძღოლს ნებისმიერი ავტომობილის შესახებ, რომელიც შეიძლება გვერდით სარკეში არ გამოჩნდეს. ეს სისტემა განსაკუთრებით დაგეხმარებათ გასწრებისას.

  • ეს სისტემა აფრთხილებს მძღოლს, თუ უკანა სავარძელზე დარჩნენ მგზავრები ან ნივთები დაავიწყდათ. შეხსენება გულისხმობს: გაფრთხილებას ციფრულ მრიცხველზე და შემდგომ, მოდელიდან გამომდინარე, ავტომობილის ჩაკეტვის შემდეგ ჩაირთვება ავარიული მაშუქები და ხმოვანი სიგნალი.

  • ეს სისტემა იყენებს ბრმა ზონის მონიტორის რადარს, რათა აღკვეთოს შეჯახება, როდესაც მძღოლი კარს აღებს, მგზავრები ავტომობილიდან გადმოდიან ან ავტომობილს უკნიდან ველოსიპედი უახლოვდება. თუ სისტემა ამოიცნობს, რომ არსებობს შეჯახების ალბათობა, გვერდით სარკეში ინთება ინდიკატორი, ხოლო მულტიინფორმაციული მონიტორის ინდიკატორი ხმოვან სიგნალთან ერთად აფრთხილებს მგზავრებს.

მზად ხართ დასაწყებად? აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია და ძრავა

აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია:

8 არჩევანი

  • Corolla Cross - Premium 4WD - SUV_MWB_5_DOORS

    Corolla Cross Premium 4WD

    Hybrid
    SUV_MWB_5_DOORS

    აირჩიეთ ძრავა:


    ვარიატორი | 4X4
  • Corolla Cross - Limited 4WD - SUV_MWB_5_DOORS

    Corolla Cross Limited 4WD

    Hybrid
    SUV_MWB_5_DOORS

    აირჩიეთ ძრავა:


    ვარიატორი | 4X4
  • Corolla Cross - Entry - SUV_MWB_5_DOORS

    Corolla Cross Entry

    Hybrid
    SUV_MWB_5_DOORS

    აირჩიეთ ძრავა:


    -დან

    72 000 ლარი

    ვარიატორი | 4X2
  • Corolla Cross - Urban - SUV_MWB_5_DOORS

    Corolla Cross Urban

    Hybrid
    SUV_MWB_5_DOORS

    აირჩიეთ ძრავა:


    -დან

    72 800 ლარი

    ვარიატორი | 4X2
  • Corolla Cross - Active - SUV_MWB_5_DOORS

    Corolla Cross Active

    Hybrid
    SUV_MWB_5_DOORS

    აირჩიეთ ძრავა:


    -დან

    77 300 ლარი

    ვარიატორი | 4X2
  • Corolla Cross - Premium - SUV_MWB_5_DOORS

    Corolla Cross Premium

    Hybrid
    SUV_MWB_5_DOORS

    აირჩიეთ ძრავა:


    -დან

    79 500 ლარი

    ვარიატორი | 4X2
  • Corolla Cross - Premium + - SUV_MWB_5_DOORS

    Corolla Cross Premium +

    Hybrid
    SUV_MWB_5_DOORS

    აირჩიეთ ძრავა:


    -დან

    80 100 ლარი

    ვარიატორი | 4X2
  • Corolla Cross - Limited - SUV_MWB_5_DOORS

    Corolla Cross Limited

    Hybrid
    SUV_MWB_5_DOORS

    აირჩიეთ ძრავა:


    -დან

    85 700 ლარი

    ვარიატორი | 4X2

Corolla Cross-ის გალერეა