1. Toyota Business Plus
  2. Our range

ჩვენი სამოდელო ხაზი

როდესაც თქვენი ბიზნესი დამოკიდებულია მის სატრანსპორტო საშუალებებზე, ამას ვერ დატოვებთ უყურადღებოდ. "Toyota BusinessPlus"-ის სამოდელო ხაზიდან თქვენ ისარგებლებთ იმ ავტომობილებით, რომლებიც აკმაყოფილებენ თქვენს საჭიროებებს, მნიშვნელობა არ აქვს იქნებით თქვენ მცირე ბიზნესის მფლობელი თუ დიდი ავტო-პარკის მენეჯერი.

შესაფერისი სატრანსპორტო საშუალება თქვენი ბიზნესისთვის

ჰიბრიდული სამოდელო ხაზი

პირველი ჰიბრიდული ყველგანმავალი RAV4-დან Yaris-მდე და ულტრათანამედროვე Prius-დან სტილისტურ Toyota C-HR-მდე, ჩვენ გთავაზობთ არჩევანს ჰიბრიდული ავტომობილების ფართო სპექტრიდან. მათი ემისიის დაბალი დონე, საწვავის მცირე ხარჯი და კონკურენტუნარიანი ფასები, ეს ყველაფერი დადებითად აისახება, როგორც თქვენს მძღოლებზე, ასევე თქვენი კომპანიის შემოსავალზეც.

კომერციული სამოდელო ხაზი

ტოიოტას კომერციული მოდელების სპექტრი შექმნილია ისე, რომ პასუხობდეს ბიზნესის ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს. ახალი PROACE, PROACE VERSO და Hilux გამძლე, საიმედო და ეფექტური ფასის მქონე მოდელებია, რომლებიც ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი ძარის ტიპითა და სპეციფიკაციებით, რაც გაძლევთ უნივერსალურ არჩევანს თქვენი ბიზნესისათვის, იქნება ეს ტვირთის გადაზიდვა თუ ხალხის ტრანსპორტირება.

ბენზინისა და დიზელის სამოდელო ხაზი

ჩვენი ბენზინის და დიზელის ძრავებით აღჭურვილი სამოდელო ხაზი დააკმაყოფილებს თქვენი ბიზნესის მოთხოვნებს, იქნება ეს ქალაქის კომპაქტური თუ ყველგანმავალი ავტომობილი. ხარისხის, საიმედოობისა და ეკონომიურობის მუდმივი განვითარების ხარჯზე, გარწმუნებთ, რომ ისინი დაუღალავად და ერთგულებით მოემსახურებიან როგორც თქვენს ბიზნესს, ასევე თქვენს მძღოლებს.

ბიზნეს ცენტრები

ჩვენ გვესმის, რომ ავტო-პარკის ფლობა და მისი შენახვა მისი ზომის მიუხედავად, შეიძლება იყოს რთული. ჩვენი გამოცდილი კონსულტანტები დაგეხმარებიან თქვენთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაში, ჩვენი ბიზნეს ცენტრების ქსელის მასშტაბით.