Skip to Main Content (a11yPressEnter)

Toyota-ს ავტომობილის ჩანაცვლების „Trade-in” პროგრამა

ჩვენ ვთვლით, რომ საავტომობილო სამყაროში თქვენი თითოეული ნაბიჯი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული უნდა იყოს. რასაც არ უნდა გეგმავდეთ - თქვენი ამჟამინდელი ავტომობილის ჩანაცვლებას Toyota-ს ახალი, თუ მეორადი ავტომობილით, ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რომ მთელ ამ პროცესს მშვიდად გაივლით და გარიგებაც თქვენთვის ხელსაყრელი იქნება.

სამართლიანი და გამჭვირვალე შეფასება

მოიყვანეთ ჩვენთან თქვენი მეორადი, ნებისმიერი მარკის, ასაკისა თუ მდგომარეობის ავტომობილი - ჩვენ შემოგთავაზებთ შემოწმების სამართლიან და გამჭვირვალე პროცესს. ჩვენ, როგორც ყველაზე სანდო ბრენდი, გარანტიას გაძლევთ, რომ შეფასება იქნება ისეთი, როგორსაც თქვენი ავტომობილი იმსახურებს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელს აირჩევთ, Toyota-ს უახლეს მოდელს, თუ Toyota-ს პროფესიონალი გუნდის მიერ დამოწმებულ მეორად ავტომობილს, ჩვენი მხრიდან შეფასების პროცესი მარტივად და სამართლიანად განხორციელდება.

გაყიდეთ თქვენი ნებისმიერი მარკის ავტომობილი

თუ თქვენი ავტომობილი სხვა ბრენდს განეკუთვნება, არ იღელვოთ. ჩვენ მივიღებთ ნებისმიერი მარკის ავტომობილს, ჩვენი ექსპერტების წყალობით კი შეფასების პროცესი მარტივად, სამართლიანად და ზედმეტი სტრესის გარეშე ჩაივლის.

სულიერი სიმშვიდე, გონივრული გადაწყვეტილებები

Toyota-ს ხარისხის დაცვის პრინციპი მხოლოდ ჩვენს ახალ ავტომობილებზე არ ვრცელდება. როდესაც ირჩევთ ჩვენს მეორად ავტომობილს, თქვენ ამავდროულად ირჩევთ საიმედო და ფასეულ ავტომობილს გრძელვადიანი პერსპექტივით. აი, რას გთავაზობთ:
  • 145 პუნქტიანი ტექნიკური შემოწმება:

    Toyota-ს თითოეულ მეორად ავტომობილს ჩვენი სერტიფიცირებული სპეციალისტები დეტალურ, 145 პუნქტიან ტექნიკურ შემოწმებას უტარებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ის შეესაბამება ჩვენს მაღალ სტანდარტებს.
  • 12 თვიანი გარანტია ულიმიტო გარბენით:

    12 თვიანი ყოვლისმომცველი გარანტიის წყალობით, რომელიც ასევე მოიაზრებს ულიმიტო გარბენს, თქვენი სულიერი სიმშვიდე გარანტირებული იქნება.

  • განახლებადი გარანტია 10 წლამდე ვადით (Toyota10)

    მეტი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი გარანტიის მოქმედების ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს ყოველწლიურად, 10 წლამდე ვადით. ამგვარად, თქვენი მფლობელობის სრული პერიოდის განმავლობაში თქვენი ავტომობილი იქნება სრულიად დაცული.
  • გამყიდვლებისთვის:  

მეორადი ავტომობილის გაყიდვის პროცესი თქვენთვის მარტივი და ხელსაყრელი იქნება. რთულ საქმეს გვანდობთ ჩვენ, თქვენ კი მინიმალური ძალისხმევით საუკეთესო წინადადებას იღებთ.

 

  • ყველასთვის:

მეორადი ავტომობილის შეცვლით ეკოლოგიაზეც იზრუნებთ. ჩვენი პროგრამა არა მხოლოდ თქვენთვის არის ხელსაყრელი, ის ეკოლოგიური კუთხითაც მნიშვნელოვანია.

ავტომობილის მარტივი ჩანაცვლება

ჩვენ ვიცით, რომ დრო ფასეულია. სწორედ ამიტომ შევქმენით ავტომობილის ჩანაცვლების მაქსიმალურად მოსახერხებელი პროცესი. გამოცვალეთ თქვენი მეორადი ავტომობილი და წაიყვანეთ ახალი, ან მეორადი ავტომობილი გარანტიით. ამ მარტივი პროცესის წყალობით ლოგისტიკურ საკითხებზე ღელვა აღარ მოგიწევთ.

ავტომობილის დატოვება მარტივად

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ცხოვრება გაგიმარტივოთ. დატოვეთ თქვენი ავტომობილი Toyota-ს ნებისმიერ ოფიციალურ დილერთან და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგიძლიათ აირჩიოთ ის ცენტრი, რომელიც თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელია, ჩვენ კი გარანტიას გაძლევთ, რომ ჩანაცვლების პროცესი უპრობლემოდ განხორციელდება.

რატომ უნდა აირჩიოთ Toyota?

Toyota- რეპუტაციას საფუძვლად უდევს საიმედოობა, ხარისხი და ინოვაცია. მიუხედავად იმისა, ახალი ავტომობილის შეძენა გსურთ, თუ მეორადის, ჩვენ გთავაზობთ საავტომობილო სფეროში საუკეთესო გარანტიას და დეტალურ ტექნიკურ შემოწმებას, პარალელურად კი ვცდილობთ, რომ მომხმარებელთა საჭიროებები სრულად დავაკმაყოფილოთ. როდესაც ჩვენგან ავტომობილი გაგყავთ, ამით იძენთ არამხოლოდ ახალ ავტომობილს, არამედ უერთდებით ოჯახს, რომლის ფასეულობებს წარმოადგენს: სანდოობა, გამჭვირვალობა და თქვენს სულიერ სიმშვიდეზე ზრუნვა.

გაეცანით Toyota- სამოდელო ხაზს, მათ შორის უახლეს ინოვაციებსა და მეორად ავტომობილებს. თქვენ თავად დარწმუნდებით, თუ როგორი მარტივია ავტომობილის შერჩევა ჩვენთანგადადით მოცემულ ბმულზე (Opens in new window)