HID (ქსენონი) ნათურები
ნათურის სწორად შერჩევა ერთია და მორგება მეორე, სწორედ ამიტომ ყოველთვის გირჩევთ, ეწვიოთ ტოიოტას ავტორიზებულ სერვის ცენტრს, რომელიც ზუსტად მოარგებს ნათურებს, ოპტიმალურად დაარეგულირებს განათების დონეს და სხივის კუთხეს.
ჩვენ, ასევე გთავაზობთ ნათურების კომპლექტებს, რომლებიც შექმნილია კონკრეტულად ტოიოტას თითოეული, ინდივიდუალური მოდელისთვის. კომპლექტები მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვან სათადარიგო ნათურებს, მათ შორის წინა მაშუქის, მოხვევის მაჩვენებლის, სანისლე, უკუსვლის, უკანა მაშუქის და სანომრე ნიშნების განათების ნათურებს.