საწვავის სისტემის მწმენდი

თქვენი ტოიოტას ძრავა შეიქმნა თავდაუზოგავი შრომის შედეგად, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ამტანობა, საიმედო მართვა და გამართული მუშაობა მრავალი წლის განმავლობაში. მაგრამ, თქვენი ძრავის ეფექტურობა და მუშაობის ხარისხი შესაძლოა შემცირდეს, თუ მასში გაჩნდება საწვავის წვისგან წარმოქმნილი ნადები.
  • ტოიოტას საწვავის სისტემის მწმენდის ერთჯერადი გამოყენებითაც კი, გამონაბოლქვის დონე დაუბრუნდება პირვანდელს. მხოლოდ ერთი დამუშავებაც კი უზრუნველყოფს ეფექტურ გასუფთავებას, რაც გააუმჯობესებს ავტომობილის შემდეგ მახასიათებლებს:

    • რთული დაქოქვა
    • არასტაბილური თავისუფალი სვლა
    • სიმძლავრის შემცირება
    • საწვავის წვის ზრდა
    • ძრავის კაკუნი
    • დაყოვნება
    • გამონაბოლქვის ზრდა

ტოიოტას დიზელის საწვავის სისტემის მწმენდი შექმნილია მთელი საწვავის სისტემის და ძრავის სიღრმისეული წმენდისთვის. მისი თავსებადობა და მუშაობა დეტალურად იქნა ტესტირებული, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ნადების მოშორება, საწვავის ეკონომიის გაუმჯობესება და შეუფერხებელი მუშაობა.

ასევე, ტოიოტას ბენზინის სისტემის მწმენდი წმინდავს აალების სანთლებს, აუმჯობესებს ძრავის დაქოქვას და სიღრმისეულად ასუფთავებს წვის კამერას. აღნიშნულის შედეგად თქვენი ტოიოტას სიმძლავრე, საწვავის მოხმარება და უხმაურო მოძრაობის მაჩვენებლები უმჯობესდება.