უსაფრთხოება

იგრძენით თავი უსაფრთხოდ და დაცულად Toyota Safety Sense-თან ერთად

Toyota Safety Sense წარმოადგენს მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიების ნაკრებს, რაც მოიცავს ყველაფერს იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იყოთ, იქნება ეს პოტენციური შეჯახებების საფრთხის ამოცნობა თუ საგზაო ნიშნების მეთვალყურეობა.

უსაფრთხოების ბალიშები მოიცავს მთელ სალონს

შვიდი SRS უსაფრთხოების ბალიში განლაგებულია ავტომობილის სალონში, რაც შეჯახების შემთხვევაში, ავტომობილში მყოფი თითოეული ადამიანის საიმედო დაცვას უზრუნველყოფს.

შეკეთება

საგზაო შემთხვევა შეიძლება ყველაზე ფრთხილ მძღოლებსაც კი მოუვიდეთ. საბედნიეროდ, მიუხედავად იმისა, მცირე თუ სერიოზული ავარიაა, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Toyota-ს ავტორიზებული შემკეთებლის ქსელს. ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები მზად არიან მოგაწოდონ სერვისი "თავიდან ბოლომდე", რაც გამიზნულია, რომ თქვენს Toyota-ს თავდაპირველი მდგომარეობა დაუბრუნდეს.