Proace City-ს გალერეა

გაეცანით 360°-ით

  • დიზაინი

    ტევადი ინტერიერი

    ძარის სტილის სამი და სიგრძეში თვლების ბაზის ორი ვარიანტით Proace City თქვენს ბიზნესს ადვილად მოერგება. მას გააჩნია დიდი ტევადობა 3.7 მ³-მდე მოკლე მოდელებისთვის და 4.3 მ³-მდე გრძელი მოდელებისთვის. მგზავრებისთვის გათვლილი მოდელები აღჭურვილია დასაკეცი სავარძლებით და გასაწევი ტიხრით, რაც ქმნის საკმაო სივრცეს დამატებით, თუკი ოდესმე დაგჭირდებათ.

  • შეარჩიეთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი

    თანამედროვე ბენზინის და დიზელის ძრავების ფართო არჩევანი 75-დან 130-მდე DIN ც.ძ. სიმძლავრით, ასევე ხუთ ან ექვს სიჩქარიანი მექანიკური ან რვასიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. თავის კლასში CO²-ის ემისიების საუკეთესო მაჩვენებლების მიხედვით და საწვავის შესანიშნავი ეკონომიის წყალობით, Proace City გთავაზობთ ისეთ ძრავს, რომელიც თქვენი ბიზნესის მოთხოვნებს იდეალურად შეესაბამება.

  • დამატებითი სივრცე, როცა ეს გჭირდებათ

    Proace City გთავაზობთ ისეთ მოქნილ გარემოს, როგორიც ბიზნესს სჭირდება, ინტერიერის ფართო არჩევანით. სისტემა Smart Cargo მზად არის ტვირთის დამატებითი სიგრძისა და დამატებითი ტევადობისთვის თავისი ორიგინალური ტიხრის წყალობით.

  • უსაფრთხოება არასოდეს წარმოადგენს არჩევანს

    Proace City ხელმისაწვდომია უსაფრთხოების სამი კომპლექტით, თითოეული შექმნილია თქვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. სტანდარტული უსაფრთხოების ფუნქციები მოიცავს შეჯახების პრევენციის სისტემას, ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელ სისტემას საჭის კონტროლის სისტემით, კრუიზ-კონტროლს სიჩქარის რეგულირებად შემზღუდველს (ASL) და მძღოლის ყურადღების გამაფრთხილებელს. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ Proace City ზრუნავს თქვენს უსაფრთხოებაზე.

გამოსახულება სრულ ეკრანზე დახურვა