სიგრძეში თვლების ბაზის ორი ვარიანტით წარმოდგენილ Proace City Verso-ში თქვენი მგზავრები ადვილად მოთავსდებიან. მოკლე და გრძელ მოდელებში შესაძლებელია 7 ადამიანი მოთავსდეს. ინტერიერის შეცვლა შესაძლებელია თქვენი საჭიროებისამებრ.
ძრავა
აარჩიეთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი
აღსანიშნავია თანამედროვე ბენზინის და დიზელის ძრავების ფართო არჩევანი 75-დან 130-მდე DIN ც.ძ. სიმძლავრით, ასევე ხელმისაწვდომია ხუთ ან ექვსსიჩქარიანი მექანიკური ან რვასიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. თავის კლასში CO²-ის ემისიების საუკეთესო მაჩვენებლების მიხედვით და საწვავის შესანიშნავი ეკონომიის წყალობით, Proace City Verso გთავაზობთ ისეთ ძრავს, რომელიც თქვენი ბიზნესის საჭიროებებს იდეალურად შეესაბამება.
ზომები
მოქნილობა, რომელიც გჭირდებათ
PROACE CITY VERSO მგზავრების მოსათავსებლად გააჩნია შემდეგი ვარიანტები: სამი ინდივიდუალური მეორე რიგის სავარძლები, თითოეული ISOFIX-ით ან 60:40 პროპორციით კეცვადი. 7 კაციან, ორივე - მოკლე და გრძელი თვლების ბაზის მქონე მოდელები გთავაზობთ ორ ინდივიდუალურ, მესამე რიგის წინა და უკან გასაწევ სავარძლებს, რითაც საშუალება გეძლევათ, ფეხისთვის განკუთვნილ სივრცესა და საბარგულის სივრცეს შორის ბალანსი დაარეგულიროთ.
უსაფრთხოება
უსაფრთხოება არასოდეს წარმოადგენს არჩევანს
PROACE CITY VERSO ხელმისაწვდომია უსაფრთხოების სამი კომპლექტით, თითოეული შექმნილია თქვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. სტანდარტული უსაფრთხოების სისტემა მოიცავს: შეჯახების პრევენციის სისტემას, ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელ სისტემას საჭის კონტროლის სისტემით, კრუიზ-კონტროლს მძღოლის ყურადღების გამაფრთხილებლით. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ PROACE CITY VERSO ზრუნავს თქვენს უსაფრთხოებაზე.