ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ
Toyota Land Cruiser 300-ის ინოვაციური ტექნოლოგია უზრუნველყოფს მაღალი დონის უსაფრთხოებას ყველგან, სადაც არ უნდა გაემგზავროთ. Toyota Safety Sense განიჭებთ თავდაჯერებულობას ყველაზე რთულ მარშრუტებზეც კი.
ინტელექტუალური ადაპტაციური კრუიზ-კონტროლი
Toyota Safety Sense-ის ინტელექტუალური ადაპტაციური კრუიზ-კონტროლი ავტომობილს უსაზღვრავს წინასწარ შერჩეულ სიჩქარეს, ხოლო წინ მიმავალ ავტომობილთან მიმართებაში ინარჩუნებს მინიმალურ დისტანციას. თუ ეს დისტანცია მცირდება, სისტემა ანელებს სიჩქარეს ავტომატურად და საჭიროებისამებრ იყენებს მუხრუჭებს.