Land Cruiser 300 გამოირჩევა თავისი გაბედული იერით, მძლავრი რადიატორის ცხაურით და ელეგანტური 20" ქრომირებული დისკებით.
4x4
ლეგენდარული ყველგანმავალი
დროში გამოცდილი და მოწინავე ტექნოლოგიების წყალობით Toyota Land Cruiser 300 უგზოობაში სრულყოფილ ავტომობილად წარმოგვიდგება. მულტირელიეფური შერჩევის სისტემა ავტომატური რეჟიმით მაქსიმალურად აძლიერებს მოჭიდებას ნებისმიერი ტიპის ზედაპირთან, ხოლო ადაპტირებადი დაკიდების სისტემა (AVS) აღკვეთს ძარის დახრას მოსახვევებში, აჩქარების ან დამუხრუჭების დროს, მიუხედავად გზის მდგომარეობისა.
ინტერიერი
ლუქს კლასის ინტერიერი
ეს ლეგენდარული ყველგანმავალი გამოირჩევა კომფორტული და ელეგანტური ინტერიერით. Toyota Land Cruiser 300-ის ინტერიერი თავისი ფუნქციონალობით მოსახერხებელია უკანა რიგის მგზავრებისთვისაც. ელეგანტური უკანა სავარძლები ერგონომიკულია, ხოლო ოთხზონიანი კლიმატ-კონტროლი შესაძლებლობას იძლევა თითოეული მგზავრისთვის შეიქმნას ცალკეული მიკროკლიმატი.
სათავსო
შორ მანძილზე მგზავრობა სრული კომფორტით
Toyota land Cruiser 300-ის ინტერიერი გამოირჩევა უმაღლესი დონის კომფორტით, კარგად გათვლილი ერგონიმიკით და გულმოდგინედ შექმნილი დეტალებით. ცენტრალურ მკლავის საყრდენში მდებარე მაცივარი საშუალებას გაძლევთ ისიამოვნოთ გამაგრილებელი სასმელებით ზაფხულის ცხელ დღეებში, ხოლო უსადენო დამტენის საშუალებით იმგზავრებთ კომფორტულად და უდარდელად. მოხერხებულად განლაგებული სათავსოები გეხმარებათ, რომ მნიშვნელოვანი ნივთები მუდამ ხელმისაწვდომ ადგილას გქონდეთ.