შეუჩერებელი ნებისმიერ რელიეფზე
ახალ Hilux-ში თავს ნამდვილად თავდაჯერებულად იგრძნობთ. აღმართზე დაძვრის დამხმარე სისტემა (HAC) და აქტიური მოჭიდების კონტროლის სისტემა (A-TRC) უზრუნველყოფს რბილ დაძვრას, ხოლო მისი ჩინებული ტვირთამწეობის და საბუქსირე შესაძლებლობების წყალობით, უკან არაფერი რჩება. ამგვარად, აღმართზე მიიწევთ, თუ დაღმართზე ეშვებით (DHAC), როდესაც Hilux-ში ზიხართ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ საიმედო ხელში ხართ*.* სისტემები და აღჭურვილობა დამოკიდებულია მოდელზე.