Skip to Main Content (Press Enter)
Toyota Corolla Sedan

Corolla

უკეთესი ვიდრე ოდესმე

ვებ საიტზე მითითებული ფასები დაანგარიშებულია საორიენტაციო კურსის მიხედვით: 1 აშშ დოლარი = 2.87 ლარი და შესაძლოა განსხვავდებოდეს ოფიციალურ დილერთან არსებული ფასისგან გაყიდვის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსიდან გამომდინარე.

ყველა მოყვანილი ციფრი მილ გალონსა და CO2-თან დაკავშირებით მიღებულია ევროკავშირის მიერ რეგულირებადი ლაბორატორიული ტესტების ოფიციალური შედეგებიდან. ეს მონაცემები მოწოდებულია, რათა მოხდეს ავტომობილების შედარება და შესაძლოა არ ასახავდეს მართვით მიღებულ თქვენს ფაქტობრივ გამოცდილებას.

 

ახალი Corolla: გაუმჯობესებული ცხოვრება

ახალი Toyota Corolla-ს ჭკვიანური დიზაინისა და ჰიბრიდული ძრავის დამსახურებით, მართვით ახლა უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებთ, ხოლო  საიმედო ციფრული კავშირის წყალობით, ავტომობილის მართვა ხდება ისეთი, როგორიც უნდა იყოს - ძალდაუტანებელი, დახვეწილი და ამაღელვებელი.

 

Toyota Corolla Sedan

გაეცანით Corolla-ს ექსტერიერსა და ინტერიერს დეტალურად

Toyota Corolla Sedan
ახალი ალუმინის დისკები
ახალი წინა ცხაური
შუქდიოდური წინა მაშუქები
გლუვი და დინამიკური

ახალი ალუმინის დისკები

ახალი ალუმინის დისკები

ახალი ალუმინის დისკების ლამაზად დამუშავებული ზედაპირი და დინამიკური დიზაინი ავტომობილის მაღალტექნოლოგიურ ხასიათს განასახიერებს.

ახალი წინა ცხაური

ახალი წინა ცხაური

ახალი Toyota Corolla-ს დახვეწილი და თანამედროვე დიზაინის მქონე, მაღალი ზემოქმედების მიმართ მდგრადი ცხაური ხაზს უსვამს ავტომობილის დაბალ, მძლავრ პროპორციებს.

შუქდიოდური წინა მაშუქები

შუქდიოდური წინა მაშუქები

ღამის სათებში უსაფრთხო და მარტივი მართვისთვის გამიზნული Toyota Corolla-ს მომხიბვლელი შუქდიოდური წინა მაშუქები მძლავრ და ამავდროულად ენერგოეფექტური ტექნოლოგიის ნაწილს წარმოადგენს.

გლუვი და დინამიკური

გლუვი და დინამიკური

Toyota Corolla გამოირჩევა დახვეწილი ხაზებით, ელეგანტური ფორმით და ფართო დგომით, რაც მის სიმძლავრეს უსვამს ხაზს.

დინამიკა თითოეულ დეტალში

ახალი Toyota Corolla აერთიანებს მძლავრ პროპორციებს და ძლიერ ტექნიკურ ზედაპირებს. ავტომობილის აეროდინამიკურ სილუეტს დრო ვერაფერს დააკლებს, მისი დეტალები და შესრულების ხარისხი კი უდავოდ თანამედროვეა. გამოხატეთ თქვენი სწრაფვა ლიდერობისკენ GR SPORT მოდელით, რომელიც Toyota-ს სპორტულ სულს განასახიერებს.

Toyota Corolla Sedan

უკომპრომისო სიმძლავრე

ახალი Toyota Corolla-ს მეხუთე თაობის ჰიბრიდული ძრავა არის უფრო ჩუმი, კომპაქტური და რეაგირებადი, გამონაბოლქვის დაბალი დონით და სწრაფი სამუშაო მაჩვენებლებით. Normal, Eco და Power რეჟიმების გარდა, ახალი Corolla ასევე გთავაზობთ სრულად ელექტრულ რეჟიმს, რაც მშვიდ მგზავრობას და ნულოვანი გამონაბოლქვის დონეს უზრუნველყოფს.

გაიგეთ მეტი
Toyota Corolla Sedan
  • თქვენი ციფრული ცხოვრება მოძრაობაში

    Toyota Corolla-ს გააჩნია ფუნქციები, რაც სრული კონტროლის საშუალებას იძლევა - მყისიერი დაკავშირება, უსადენო დამუხტვა, Apple CarPlay და Android Auto აპლიკაციებით სარგებლობის შესაძლებლობა.

     

Toyota T-Mate. თქვენ გვერდით - უსაფრთხო მგზავრობისთვის

თავის კლასში საუკეთესო ფუნქციების უზრუნველყოფის მიზნით, Toyota Corolla აღჭურვილია T-Mate-ით, რომელიც მართვის პროცესში საიმედო პარტნიორად გევლინებათ. T-Mate წარმოადგენს სისტემების ნაკრებს, რომელიც შემუშავებულია დახმარებისა და უსაფრთხოებისთვის ავტომაგისტრალზე, ქალაქსა თუ ავტოსადგომზე. T-Mate-ის წყალობით, თქვენ ყოველთვის უსაფრთხოდ იქნებით. ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში გაეცნობით ძირითად ფუნქციებს, ხოლო T-Mate-ის სრულ აღწერილობას Toyota Corolla-ს ავტომობილის კონფიგურატორში იხილავთ.
  • შეჯახების პრევენციის სისტემა (PCS)

    შეჯახების პრევენციის სისტემა დაგეხმარებათ, აირიდოთ სხვა ავტომობილებთან, ქვეითებთან, ველოსიპედებთან და მოტოციკლებთან შეჯახება. ის მძღოლს აფრთხილებს ხმოვანი და ვიზუალური სიგნალების მეშვეობით და ეხმარება დამუხრუჭებისას. თუ მძღოლი დროულად დამუხრუჭებას ვერ ასწრებს, მუხრუჭები ავტომატურად მოქმედებს, რათა აღკვეთოს ან შეამსუბუქოს შეჯახება. ამას გარდა, გზაჯვარედინებზე შეჯახების არიდების სისტემა და საგანგებო ვითარებაში საჭის მართვის დამხმარე სისტემა ხელს შეგიწყობთ დღისით, გზაჯვარედინებზე მოხვევისა და პრევენციული მანევრების შესრულებისას.

  • ეს სისტემა აფრთხილებს მძღოლს, თუ ავტომობილიდან გადმოსვლისას მგზავრი ან რაიმე ნივთი უკანა სავარძელზე დარჩა. გაფრთხილება ასევე ირთვება ხელსაწყოთა პანელზე, ხოლო ავტომობილის ჩაკეტვის შემდეგ ირთვება ავარიული სიგნალიზაციის მაშუქი და ხმოვანი სიგნალი.

  • ეს სისტემა ინარჩუნებს წინასწარ მითითებულ, მინიმალურ დისტანციას თქვენსა და წინ მიმავალ ავტომობილს შორის. თუ აღნიშნული დისტანცია მცირდება, სისტემა ამცირებს ავტომობილის სიჩქარეს და მოქმედებაში მოჰყავს. სრულდიაპაზონიან ადაპტაციურ კრუიზ-კონტროლის სისტემას შეუძლია ავტომობილი სრულად გააჩეროს, თუ წინ მიმავალი ავტომობილი გაჩერდება. აქსელერატორზე ან ადაპტაციური კრუიზ-კონტროლის ბერკეტზე მცირე შეხება სისტემას კვლავ ჩართავს. თუ ავტომობილი აღჭურვილია საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემით (RSA), ეს სისტემა ასევე ამოიცნობს სიჩქარის შეზღუდვას თქვენს მარშრუტზე და შესაბამის კორექტირებასაც შემოგთავაზებთ.

  • ეს სისტემა იყენებს ბრმა ზონების კონტროლის რადარს, რათა თავიდან აგაცილოთ უკნიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების შეჯახება კარის გაღებისას. შეჯახების რისკის წარმოქმნისას, გვერდით სარკეებსა და მულტიინფორმაციულ ეკრანზე აინთება ინდიკატორები, ასევე, მგზავრების გასაფრთხილებლად ჩაირთვება ხმოვანი სიგნალი.

  • თუ სისტემა დააფიქსირებს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მძღოლი არ რეაგირებს, ირთვება ხმოვანი სიგნალი. უმოქმედობის შემთხვევაში, EDSS სისტემა თანდათანობით გააჩერებს ავტომობილს და ამავდროულად იზრუნებს ზოლში უსაფრთხოდ მოძრაობაზე. საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების გაფრთხილების მიზნით, ირთვება ავარიული მაშუქები და იხსნება კარების საკეტები, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენა გამარტივდეს.

Please note that the features listed here are not exhaustive. The availability of some features may vary by model grade and specification.

მზად ხართ დასაწყებად? აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია და ძრავა

აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია:

10 არჩევანი

  • Corolla - Active - 4 კარიანი სედანი

    Corolla Active

    4 კარიანი სედანი

    აირჩიეთ ძრავა:


    საწყისი ფასი

    48 800 ლარი

    6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი (2x4) | 4X2

Toyota Corolla-ს გალერეა